რუსული დაზვერვის მსგავსად, ზახაროვაც ირწმუნება, რომ ODIHR-ი საქართველოში არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებას გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, "შტატებს არჩევნებში "ოცნების" გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს", იმეორებს.
მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ეუთო/ODIHR-ი საქართველოში არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებას გეგმავს - "თუ შედეგები დასავლეთს არ მოეწონება, მაშინ ბიუროს დასკვნა შესაძლოა გახდეს პროტესტისა და შედეგების გასაჩივრების მიზეზი".
როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი შეფასებით გეგმავს ODIHR-ი საქართველოში არჩევნების წინ სიტუაციის გამწვავებას და თუ შედეგები დასავლეთს არ მოეწონება, მაშინ ბიუროს დასკვნა შესაძლოა გახდეს პროტესტისა და შედეგების გასაჩივრების მიზეზი, რაც შესაძლოა მომდევნო ფერად რევოლუციამდე მივიდეს." – თქვა ზახაროვამ.
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს - ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
ამის საპასუხოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ განცხადებას "აბსურდს" უწოდებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.