ბიზნესმენი მხილების შემდეგ: მე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებელი ივანიშვილი იქნება

12.09.24 22:42
ბიზნესმენი მხილების შემდეგ: მე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებელი ივანიშვილი იქნება

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე “რეაქციის“ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი განეიტრალების გეგმა არსებობს და თუ მას, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, პასუხიმსგბელობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ის ამბობს, რომ “მას თავი უკვე გადადებული აქვს და იმას, რაც შესაძლოა, მოხდეს, უკევ შეგუებულია.“

ამასთან, ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ამსახველი მასალები ჟურნალისტ-ნოდარ მელაძეს და საქართველოს პრეზიდენტს გადასცა.

მისი თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან, მზად არის, მამხილებელი მტკიცებულებები მათაც გადასცეს. 

მინდა საჯაროდ მივმართო ნოდარ მელაძეს, ამ ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცების თავში იხარშება ძალიან ცუდი იდეები ჩვენ განეიტრალებასთან დაკავშირებით, თუ დაინტერესდებიან საგამოძიებო უწყებები, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ან მე, ან ჩემი ოჯახის რომლემე წევრს, ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, ამაზე ივანშვილსაც მივმართავ, პირდაპირ იქნება ის პასუხისმგებელი ამ საკითხზე და ეს ხუმრობა არაა. ნოდარს (მელაძეს) იმიტომ მივმართავ, რომ მას სქვს სრული იფნრომაცია, რა დაუჯერებელი ინფორმაციები ხდება ამ ქვეყანაში, რაც ბევრი უწყების ჩარევით, ჩვენი ხელით შეასრულეს და ჰქოდნათ მცდელობა შეესრულებინათ და ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. თუ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ამაზე საუბრის, ეს  უნდა იცოდეს მთელმა საზოგადოება, რათა გაიგოს ვინაა ეს ხელისუფლება და რატომ არ უნდა დარჩნენ ისინი  ქვეყანაში“,- ამბობს ჩიკვაიძე.

ბიზნესმენი პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებსაც ჰყვება და ამბობს, რომ “ზურაბიშვილი მისი მასალების ნახვის და მოსმენის შემდეგ შოკში ჩავარდა“.

მე ჩემი თავი გაადდებული მაქვს, აქედან რომ გავალ არ ვიცი რა მოხდება, ამას შეგუებული ვარ, შემონათვალი ბევრად უარესიც გვაქვს. საუკეთესო შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, მე მინდა, რომ ყველამ იცოდეს რეალურად ამ ხელისუფლების სახე, მეტსაც გეტყვით, ჩვენ შევხვდით საქართველოს პრეზიდნეტს, გადავეცით ეს ინფორმაცია. ის შოკში იყო იმ მასალების მოსმენით და ნახვით.  ამის შემდეგ ჩვენი გამომძიებელი დაგვიკავშირდა და უნდოდა მივეტყუებინეთ მათ შენობაში, რომ რაღაცნაირად გავეჩერებინეთ. რომ გაიგეს, რომ ჩვენ მოძრაობა დავიწყეთ, უნდოდათ ჩვენი მიტყუება იმ შენობაში, რომ მეორე სერია ჩაეტარებინათ. ამის მერე დავურეკეთე და ვუთხარით, რომ საუბარი ჩავიწერეთ და მერე გვირეკავენ, თქვენი უფლებაა მოსვლა - არ მოსვლაო“, - ჰყვება ის.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ბოსებს მთელი სისტემა აქვთ შემუშავებული და პროკურორები მათ ზემდგომებსაც ატყუებენ. 

მთელი სისტემა აქვთ დამუშავებული, პროკურორები გვითვლიან, რომ შეწყვიტეთ სიარული და ნუ აიტანთ თემებს ზემოთო, თორე ისეთ ვერსიას მიავწვდით, იმათაც მტრებად გადაგიქცევთო. იმათაც ატყუებენ, ვინც რამეს წყვეტს ამ ქვეყანაში, იმდენად თავისუფლება აქვთ,  აი, ამ კორუფციაში დამხვრჩალ გენპროკურატურას. გარდა ამისა, მუშაობენ ჩვენი რეპუტაციის გასაფუჭებლად, ჯიბის კლოუნი, ვინმე რატი აბზიანიძე, რომელიც დღეს ემსახურება ელგუჯა თურმანიძეს და ალექსანდრე ივანშვილს, რეკავს ჩვენს ახლობლებთან, ბანბანერკებით დადის და ეუბნება -იცით, რა ცუდი ბიჭიაო. ხვალიდან დაიწყება სპეცოპერაცია, რამენაირად ჩამორეცხონ ამ ალექსანდრეს, მაგრამ ვერ ჩამორეცხავთ“,- განაცხადა ჩიკვაიძემ.