სუს-იდან მოგზავნილი ადვოკატი 50 000 დოლარს გვძალავდა - ბიზნესმენი მხილებას აანონსებს
ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც ხელისუფლებას ტერორში ადანაშაულებს, იმ მხილების სერიას აანონსებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანია "სუს-ისგან გამოგზავნილი ადვოკატი, რომელიც მათ გაბიტაშვილთან მისატანად, 50 ათას დოლარს სძალავდა.“
ჩიკვაიძე ამბობს, რომ “სუსიდან მხსნელად მოვლენილი ადვოკატი“ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ნაკლებ “სასჯელს“ დაჰპირდა.
15 ოქტომბერს არის ჩვენი სასამართლო პროცესი,სადაც რამდენიმე წუთით ადრე, გავავრცელებთ ჩანაწერს, სუსიდან მხსნელად მოვლენილი ადვოკატი, როგორ გვძალავდა 50 ათას დოლარს, სადაც გვეუბნება, რომ ეს თანხა მისათანია გაბიტაშვილთან, იმიტომ რომ ჩვენ ქეისს ხომ სამართლებრივთან არაფერი აქვს საერთო, და ამ თანხის სანაცვლოდ, ცოტა ნაკლებად “მოგჭრენო“. ამას გავასაჯაროვებთ, რომ სიმბოლური იყოს, ყველა მათი ნაბიჯი ჩვენი განადგურების, მათ მხილებასთან მიმართებაში“,- განაცხადა ჩიკვაიძემ “რეაქციაში“.
"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ:
- ბიზნესმენის სკანდალური განცხადება - "ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილო კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა"
- ბიჭო, შენ კი არა, რომ დაგვჭირდა, მამუკა ხაზარაძეს, რა ვუქენითო - ბიზნესმენი ტერორზე ალაპარაკდა
- ბიზნესმენი მხილების შემდეგ: მე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებელი ივანიშვილი იქნება
ბიზნესმენი “ქართულ ოცნებას“ ამხელს. სრული ინტერვიუ ნახეთ აქ: