ირაკლი ეძგვერაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა
ირაკლი ეძგვერაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა - საქალაქო სასამართლოში ენმ-ს საკრებულოს წევრის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ირაკლი ეძგვერაძეს პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
6 სექტემბერს ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა და 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციონერი გაათავისუფლეს.
წინა სასაამრთლო სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ზუბადალაშვილი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მოსამართლის წინაშე მოწმედ გამოსაკითხად დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.