ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს, სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი - გენო პეტრიაშვილი

14.09.24 12:42
ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს, სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი - გენო პეტრიაშვილი

ლაშა ბექაურის შემდეგ გენო პეტრიაშვილი - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-10 ნომერი სოციალურ დღეს, ქსელში წერს, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება.

სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი და აცხადებს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მიუღებელია.

"ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენთაგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ, მეც ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი" - წერს პეტრიაშვილი. 

ცნობისთვის, მსგავსი განცხადება გააკეთა გუშინ ლაშა ბექაურმაც.  ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან თქვა: "მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი"

მსგავსი სიახლეები