გიორგი ჩიკვაიძის სკანდალური მხილება - ოპოზიცია ომბუდსმენს ბიზნესმენის საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სკანდალური განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია შესაბამის უწყებებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს - ხელისუფლების ოპონენტები სახალხო დამცველსაც მიმართავენ და ერთ დროს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ.
როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, საზოგადოებამ სერიოზული ბრალდებები მოისმინა, რაც უახლოეს დროში აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
მოვისმინეთ ძალიან სერიოზული ბრალდებები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და აუცილებელია, რომ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ეპიზოდში და ბრალდებებში თავად სამართალდამცავი სისტემა არის მხარე იმ დანაშაულებისა, რომელიც არსებობს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ ამ ფაქტით დაინტერსდეს ომბუდსმენი, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც და ჩვენ მივიღოთ ძალიან კონკრეტული პასუხები საკმაოდ ხმაურიან და მნიშვნელოვან კითხვებზე", - ამბობს ბუაძე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ჩიკვაიძის მხილება ივანიშვილის ხელისუფლებას რეკეტის პირდაპირი მაგალითია.
ეს არის პირდაპირი მაგალითი ტოტალური რეკეტის საქართველოში და 26 ოქტომბერს ამისგან უნდა განვთავისუფლდეთ. ევროკავშირი გვინდა იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს ქართულ ბიზსნეს ჰქონდეს ხელშეწყობა იმისთვის, რომ წინ წავიდეს. ყველა, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის, მან უნდა აგოს პასუხი. ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ არასდროს ამ ქვეყანაში არავინ პრივილეგირებული არ იქნება", - ამბობს ვაშაძე.
"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ:
- ბიზნესმენის სკანდალური განცხადება - "ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილო კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა"
- ბიჭო, შენ კი არა, რომ დაგვჭირდა, მამუკა ხაზარაძეს, რა ვუქენითო - ბიზნესმენი ტერორზე ალაპარაკდა
- ბიზნესმენი მხილების შემდეგ: მე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, პასუხისმგებელი ივანიშვილი იქნება