ბრალდებები ღიმილის მომგვრელია - "ოცნება" ბიზნესმენის სკანდალურ მხილებაზე

14.09.24 16:20
ბრალდებები ღიმილის მომგვრელია - "ოცნება" ბიზნესმენის სკანდალურ მხილებაზე

"ქართული ოცნება" იმ ბიზნესმენს გაემიჯნა, რომელიც 12 წლის განმავლობაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყო. 

გიორგი ჩიკვაიძის სკანდალური მხილების შემდეგ, ივანიშვილის გუნდი, ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა ხმაურიანი განცხადებები"პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით" გააკეთა. 

"ეს არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო გარემო ამ ადამიანმა გარკვეული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენოს" - თქვა გივი მიქანაძემ გიორგი ჩიკვაიძის განცახდებების საპსუხოდ. 

ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით რაიმე მსგავსი ისმის იმიტომ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ბიზნესი მთლიანად განთავისუფლდა იმ რეკეტისგან, იმ მართლაც ენითაღუწერელი წნეხისგან და უფლებების დარღვევისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა სწორედ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. წარმოიდგინეთ თქვენ, 12 წლის მანძილზე არცერთი ფაქტი არ გაჟღერებულა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო გარემო ამ ადამიანმა გამოიყენოს იმისთვის, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. ეს არის მართლაც არასერიოზული, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ რაღაც ხასიათის ზეწოლა არის", - ამბობს გივი მიქანაძე. 

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ: 

რას ამბობს პროკურატურა?  

ბიზნესმენის სკანდალური მხილებიდან 24 საათში პროკურატურამ მეორე განცხადება გაავრცელა - რას წერს უწყება

მსგავსი სიახლეები