კობახიძემ, ეტყობა, არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კორძაია

15.09.24 14:04
კობახიძემ, ეტყობა, არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - კორძაია

"კობახიძემ, ეტყობა, არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", -  "ერთიანობის" ლიდერი თამარ კორძაია "ამერიკის ხმასთან" სენატორ ჯინ შაჰინის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ "ოცნების" ამგვარი ქმდებები მალე დასრულდება და კობახიძე საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება. 

კობახიძემ, ეტყობა, არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენს პარტნიორებს უწევთ იმის თქმა, რომ „მარტო არ იყვნენ და სხვებიც ისმენდნენ კობახიძის ამ მოთხოვნებს“ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ. ძალიან მძიმეა, ბუნებრივია, უბრალოდ, ეს დასრულდება აუცილებლად 26 ოქტომბერს და კობახიძე არ იქნება საქართველოს წარმომადგენელი არსად, - ამბობს კორძაია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყუილის გავრცელებაშია მხილებული - სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში , ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მთავრობის მეთაური ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკოსებისგან იმ ენჯეოებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებიათ გამოირჩევიან.  

ჯინ შაჰინის მხილების შემდეგ "ქართულ ოცნებას" თავის მართლებაც კი არ უცდია და განცხადება არ გაუვრცელებია. 

მსგავსი სიახლეები