ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო - მესამე სექტორი

15.09.24 16:00
ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო - მესამე სექტორი

ხელისუფლებას ქვეყანაში კრიტიკული არასამთავრობოების არსებობა არ სურს, - ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. საქმე ეხება სენატორ შაჰინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ მათ ენჯეოებისთვის დაფინანსების შეწყვეტა მოსთხოვა. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" სამოქალაქო საზოგადოების განადგურება დაიწყო. 


ის, რომ თურმე ვიღაცა კრიტიკულია, ის, რომ უმცირესობებს ეხმარება ვიღაც ან სოციალურ მოძრაობებს ან კორუფციაზე მუშაობს, თურმე უნდა გახდეს მათი გაჩუმების საფუძველი. ამას ემატება მათი ბოლოს გაკეთებული განცხადებაც, რომ სახელმწიფო დაიწყებს დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას და თურმე, ეს დემოკრატიული ინიციატივაა. ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ სიმართლე გავიგოთ, უნდა დავაკვირდეთ ჩვენს კონტექსტს და რეალობას, სადაც შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
 

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება კორუფციასა და ნეპოტიზმზეა ორინეტირებული და ამიტომ ქვეყანაში ძ₾იერი სამოქალაქო სექტორის არსებობა არ აწყობს.  

როდესაც ხელისუფლება არ არსი დემოკრატიული და როდესაც ისინი ორიენტირებულები არიან კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, საკუთარი ახლობლების და ნათესავების დასაქმებაზე, სარგებლის მიღებაზე სახელმწიფო სისტემიდან, შესაბამისად, მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი სამოქალაქო სექტორი და სწორედ ამ გზით ცდილობენ, მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებას, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამავე აზრზს იზიარებს საიას ხელმძრვანელი ნონა ქურდოვანიძეც. 

განსაკუთრებით კრიტიკული ორგანიზაციების საქმიანობა ასეთი დაფინანსების გარეშე შეუძლებელია, რომ გაგრძელდეს და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ დარჩება საქართველოს ხელისუფლება იმ რეჟიმში, როდესაც მას არ ეყოლება არავინ სამოქალაქო სექტორიდან, ვინც, მაგალითად, მის კორუფციულ ფაქტებს გამოააშკარავებს ან ისაუბრებდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

მსგავსი სიახლეები