რატომ შეცვალა "ოცნებამ" რიტორიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით? - რას ამბობენ მმართველ გუნდში
თუ აქამდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აგვისტოს ომთან დაკავსირებით საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, დღეს მმართველი პარტიის ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ საქართველომ ცხინვალს ცეცხლი გარე ძალების მითითებით გაუხსნა.
რატომ შეიცვალა "ქართული ოცნების" რიტორიკა? კითხვით დღეს "პირველებმა" ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ მმართველ პარტიას პოზიცია არ შეუცვლია. როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდში მესიჯები შეთანხმებული არ ჰქონიათ.
სამხარაძე ასევე ამბობს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა რუსეთის განცხადებებს არ უნდა მოუსმინონ და არ დაიჯერონ, რომ რუსეთი "ოცნების" მხარდამჭერია.
ეგეც ღალატია და უგუნურობაა, როდესაც ელოდება შენი მტერი, რომ შენ როგორმე პროვოკაციაზე წამოგაგოს და შენ ყველანაირ საბაბს აძლევ იმისთვის, რომ გაება მახეში და მოახდინო შენი ტერიტორიების ოკუპაცია.
ზუსტად პარტნიორებს ვეუბნები ამას, რომ რუსული მხარის განცხადებები თუ იმათ არ სჯერათ იმის, რომ რუსეთი კამალა ჰარიის უჭერს მხარს, მაშინ არც იმის უნდა სჯეროდეთ, რომ რუსეთი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, - ამბბს ნიკოლოზ სამხარაძე.