კითხვები სამშენებლო ბიზნესზე - "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ სპეკულაციაა ყველაფერი, რაც ივანიშვილს ეხება
მმართველი გუნდი, სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართუ ბანკმა სამშენებლო ნებართვები, სავარუდოდ, უკანონოდ მიიღო“.
როგორც “ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, “ივანიშვილის ოჯახის ქველმოქმედება უპრეცედენტოა და საქართველოსთვის მას 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.“
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქველმოქმედება უპრეცედენტოა და ახლა მე ჩამოთვლას არ დავიწყებ, ნებიმისერ შეგიძლიათ, საჯაროდ გაეცნოთ, თუ რა პროექტები დაფინანსდა და რამდენი სასარგებლო საქმე გაკეთდა საქართველოს წინსვლისთვის. შესაბსამისად, ნებისმიერი ასეთი საკითხი, უბრალოდ სპეკულაციაა, როდესაც საქმე ეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
“მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს იმას, რომ “ქართუ“ რამეს აშენებს “ოცნების წევრი, ირაკლი კირცხალიაც. მისი თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციის “თითიდან გამოწოვილი დღის წესრიგის შექმნას“ ემსახურება.
მტკნარი სიცრუეა, ეს პირდაპირ ემსახურება განულებული ოპოზიციის თითიდან გამოწოვილი დღის წესრიგის შექმნას. ემსახურება ეროვნული ბანკის და ფინსანური ინსტიტუტების დისკრედიტაციას, რომლებსაც უმაღლესი შეფასებები აქვთ, როგორ ფიქრობთ, ეს რომ ერთი წუთით სიმართლე იყოს, ამ დონეზე იქნებოდა ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები, როგორიც დღეს არის და ფუნქციონირებს“,- განაცხადა კირცხალიამ.
საგამოძიებო ბიურომ და ირაკლი აბესაძემ ბანკი “ქართუს“ საქმიანობა შეისწავლა. ირკვევა, რომ პროცესები 2020 წლიდან იწყება და ჯერ კიდევ მაშინ ივანიშვილის ფონდი მიწას, ფაქტობრივად, უფასოდ, გაცვლით იღებს. საუბარია ბაკურიანში 14-ჯერ დიდ მიწის ნაკვეთზე, ვიდრე თავად გასცა. 2022 წლიდან ბანკი "ქართუს" სახელზე ერთმანეთის მიყოლებით სამშენებლო ნებართვები გაიცემა.
უკვე აგვისტოს თვეში "ქართუმ" მიწის ნაკვეთები ისევ თავისივივე ფონდზე, ასოციაცია "ათუზე" გაყიდა, რომლის შემოსავლებიც ასევე კითხვებს აჩენს.