სამშენებლო ბიზნესის სკანდალი - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ფულს ათეთრებს

16.09.24 16:12
სამშენებლო ბიზნესის სკანდალი - ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ფულს ათეთრებს

ივანიშვილის სამშენებლო ბიზნესის სკანდალი - "ქართული ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ქვეყნაში ყველაფერი მოსულა და რადგან სახელმწიფო ინსტიტუციები მიტაცებულია, ამიტომ რეაგირება კანონდარღვევაზე არავის აქვს.

ივანიშვილის ოპონენტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, “ქართუს“ ტრანზაქციები რუს ოლიგარქებსაც უკავშირდებოდეს, რომლითაც ივანიშვილი სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.“

ივანიშვილი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ საქართველოში ფული გააკეთოს. ვნახეთ ფონდი “ ქართუ“, ახლა გაჩნდა ბანკი “ქართუ“, რომელიც ცდილობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოიპოვოს სამშენებლო ნებართვები, განახორციელოს არაპროფილური საქმიანობა და კიდევ ერთხელ  ჩანს რამდენად არის ივანიშვილი დაინტერესებული, რომ პირველ რიგში უძრავი ქონების აქტივების ხარჯზე გააკეთოს ფული“ - განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საბა ბუაძემ.

სამშენებლო დეველოპერებად არიან გადაქცეულები და როგორც ჩანს, ამ ყველაფრით ივანიშვილი ფულს ათეთრებს, სხვანარიად ამ ორგანიზაციებს მშენებლობების წარმოება და კორპუსების მშენებლობა რაში სჭირდება, გაუგებარია. ყველაზე გაუმჭვირვალე არის საქვემოქმედი ფონდი “ქართუ“ ბანკი “ქართუ“ და მათი ტრანზაქციები, რომელიც არაა გამორიცხული, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, უკავშირდებოდეს იმ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ცდილობდნენ სანქციებისგან თავის არიდებას და ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა მათაც ხელი შეუწყო“,- განაცხადა ნადირაძემ.

საგამოძიებო ბიურომ და ირაკლი აბესაძემ ბანკი “ქართუს“ საქმიანობა შეისწავლა. ირკვევა, რომ პროცესები 2020 წლიდან იწყება და ჯერ კიდევ მაშინ ივანიშვილის ფონდი მიწას, ფაქტობრივად, უფასოდ, გაცვლით იღებს. საუბარია ბაკურიანში 14-ჯერ დიდ მიწის ნაკვეთზე, ვიდრე თავად გასცა. 2022 წლიდან ბანკი "ქართუს" სახელზე ერთმანეთის მიყოლებით სამშენებლო ნებართვები გაიცემა.

უკვე აგვისტოს თვეში "ქართუმ" მიწის ნაკვეთები ისევ თავისივივე ფონდზე, ასოციაცია "ათუზე" გაყიდა, რომლის შემოსავლებიც ასევე კითხვებს აჩენს. 

 

 

მსგავსი სიახლეები