დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ - აშშ-ის სახაზინო

16.09.24 18:58
დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ - აშშ-ის სახაზინო

ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ბრედლი სმიტი განმარტავს, თუ რატომ დაუწესა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები.

ბრედლი სმიტის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს დასავლეთის შეშფოთებას საქართველოში განვითარებული ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ, რომლის მიხედვითაც, სმიტის თქმით, შავ სიაში შეყვანილი პირები საკუთარი მიზნების მისაღწევად მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს იყენებდნენ. 

ამასთან, ბრედლი სმიტი აღნიშნავს, რომ "შტატები რჩება ერთგული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობენ".

დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი პირების ძალისხმევის მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად", - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი სმიტმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები