წინასაარჩევნოდ სახელმწიფო საქმიანობაში უხეში ჩარევაა - წილოსანის რეაქცია ამერიკულ სანქციებზე

16.09.24 20:28
წინასაარჩევნოდ სახელმწიფო საქმიანობაში უხეში ჩარევაა - წილოსანის რეაქცია ამერიკულ სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ, ნინო წილოსანი პირველ კომენტარს აკეთებს - ივანიშვილის გუნდის წევრი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციები "არაფერი არ არის".

მეტიც, ნინო წილოსანი სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას "წინასაარჩევნოდ საქართველოს სახელმწიფოებრივ საქმიაქნობაში უხეშ ჩარევად" აფასებს. 

ამ ქვეყანაში ისტორიულად იმდენ ადამიანს იმდენი თავდადება გაუკეთებია, ჩვენი დასანქცირება ამასთან შედარებით ნამდვილად არაფერი არ არის. ამ სანქციების გამცხადებელმაც კი არ იცის, რის საფუძველზე, რატომ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ მოუყოლია არც საჯაროდ და არც არასაჯაროდ, თუ რისთვის ასანქცირებენ ამ ადამიანებს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უხეში ჩარევა არის სხვა სახელმწიფოს, თუ ისინი საქართველოს ნამდვილად სახელმწიფოდ აღიქვამენ, საქართველოს სახელმწიფო საქმიანობაში, მითუფრო რომ, ნებისმიერი დასანქცირებული ადამიანის მიმართ არც სისხლის სამართლებრივი დევნა, არც რაიმე დადასტურებული ბრალი არსებობს. ამიტომ ამ ადამიანების გამოცხადება და ინკოგნიტოდ 60, 30, თუ რამდენიმე ათეული ადამიანის დასანქცირებაზე საუბარი ნათელია, რომ ემსახურება წინასაარჩევნოდ აშკარად ჩარევას", - ამბობს წილოსანი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები