რიში: მოხარული ვარ, რომ აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვისა და ივანიშვილის გუნდთან დაახლოებული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას მიესალმება.
სენატორი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ "საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება ძალადობისა და შიშს გარეშე უნდა შეეძლოთ".
მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება", - წერს ჯიმ რიში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.