მილერი: "პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ გადახედვა გრძელდება"

16.09.24 23:46
მილერი: "პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ გადახედვა გრძელდება"

დაუწესებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამატებით სანქციებს? - შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ გადახედვა გრძელდება".

როგორც მეთიუ მილერმა ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ვერ დაასახელებს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება იქნებს გადადგმული "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის გუნდის გარემოცვის წინააღმდეგ.

რაიმე სახის ქმედებების წინასწარ განხილვას არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ ჩვენი გადახედვა გრძელდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები