ვინც რეჟიმის უკანონო დავალებებს დათანხმდება, სანქცირების პოტენციური სამიზნე ხდება - სამადაშვილი

17.09.24 11:24
ვინც რეჟიმის უკანონო დავალებებს დათანხმდება, სანქცირების პოტენციური სამიზნე ხდება - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სანქციები დემოკრატიის და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლისთვის მხოლოდ "რეჟიმის მეთაურს" არ შეეხება.

ოპოზიციონერის თქმით, შტატების მიერ პოტენციური სანქცირების ობიექტები უახლოეს კვირებში ის პირებიც გახდებიან, ვინც ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" უკანონო დავალებებს ასრულებენ. 

როდესაც საუბარი არის ავტოკრატიულ რეჟიმზე, რომელიც ართმევს მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებებს და შედის აი ასეთი დაპირისპირების რეჟიმში თავისუფალ სამყაროსთან, იქ სანქცირება არ შეიძლება რომ შეეხებოდეს მხოლოდ რეჟიმის მეთაურს, იმიტომ, რომ რეჟიმის მეთაური იყენებს მთელ რიგ პირებს, იქნება ეს ფინანსური უზრუნველყოფა, იქნება ეს უკანონო დავალებების შესრულება, თუ სხვა. ამიტომ, ყველამ კარგად შეხედოს ამ სანქციების რეჟიმს და გაიხსენოს, რომ თუ დათანხმდება რეჟიმს უკანონო დავალებების და უკანონო მითითებების შესრულებას, უახლოეს კვირებში, ის პოტენციურად ხდება ასევე სანქცირების სამიზნე", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".

მსგავსი სიახლეები