"სია შეიძლება გაფართოვდეს" - დეკანოიძე შტატების სანქციებზე
"ერთიანობის" ლიდერი, ხატია დეკანოძე არ გამორიცხავს, რომ აშშ-მა სანქცირებულთა სია გააფართოოს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი ზომები.
შეიძლება გაფართოვდეს, ღიაა ეს სია. მე ვერ გეტყვით, როგორ გახდება ცნობილი ადამიანების სახელები და გვარები, მაგრამ ერთი ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზოგადად, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, რა თქმა უნდა, ამ მოქმედებას და ქმედებას თავისი პასუხისმგებლობა აქვს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".