სანქცირებული ხელისუფლებით ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, მთავარი სანქცია მათ ჯერ კიდევ წინ ელოდება - ანა ნაცვლიშვილი

17.09.24 11:55
სანქცირებული ხელისუფლებით ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, მთავარი სანქცია მათ ჯერ კიდევ წინ ელოდება - ანა ნაცვლიშვილი

სანქცირებული ხელისუფლებას სერიოზულად აღარავინ აღარ დაელაპარაკება - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ნაცვლიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, "ოცნების" მაღალჩინოსნები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები ცივილიზებულ სამყაროსთან და ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას.

სანქცირებული ხელისუფლების მიმართ აღარავის დემოკრატიულ სამყაროში აღარ აქვს ნდობა - ამბობს ნაცვლიშვილი და დამარცვლით ეუბნება "ოცნებას", რომ მთავარი სანქცია ჯერ კიდევ წინ, 26 ოქტომბერს ელოდება. 

ოპოზიციონერის თქმით, სწორედ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე დაადებს მთავარ სანქციას ქართველი ხალხი მმართველ ხელისუფლებას.

შტატებმა დაასანქცირა ძალოვანი მაღალჩინოსნები და ასევე "ოცნების" მიერ მხარდაჭერილი რუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები. ეს სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს. სწორედ ამიტომ, ცივილიზებული სამყარო მათ უკვე ესაუბრება სანქციების ენით. სანქცრებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მეტიც, საქართველოს გაუჭირდება შენარჩუნოს ის ეკონომიკური და პოლიტიკური, თუნდაც უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. სანქცირებული ხელისუფლების მიმართ აღარავის დემოკრატიულ სამყაროში აღარ აქვს ნდობა. არცერთ საერთაშორისო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფორუმზე, სანქცირებულ ადამიანებს სერიოზულად არავინ აღარ დაელაპარაკება. ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები და ვერანაირ სიკეთეს ქვეყანას სანქცირებული ხელისუფლება ვერ მოუტანს. სწორედ ამიტომ და იმ ღალატის გამო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მთავარი სანქცია მათ ჯერ კიდევ წინ ელოდებათ და ეს სანქცია მათ დაედებათ 26 ოქტომბერს, როცა არჩევნების გზით, ქართველი ხალხი გაუშვებს ხელისუფლებიდან უნდობლობა გამოცხადებულ , სანქცირებულ ხელისუფლებას. ჩვენი , "ძლიერი საქართველოს" საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები იქნება, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა იმ ევროატლანტიკრი განვითარების გზაზე, რაც შეიძლება სწრაფად გავბიაროთ ის 9 ნაბიჯი და დავიწყოთ მოლაპარაკება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ასევე შევინარჩნოთ და გავაღრმავოთ უერთიერთობა აშშ-თან. "ძლიერ საქართველოს" გვჯერა, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავიხსნით ჩვენს ქვეყანას სანქცირებული, უნდობლობაგამოცხადებული, მოღალატე ხელისუფლებისგან და ჩავდგებით საქართევლოს და ქართველი ხალხის სამსახურში.  ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის დახსნას რუსეთის მსახური ხელისუფლებისგან და ვემსახურებით საქართველოს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".

მსგავსი სიახლეები