ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ - ირმა ზავრადაშვილი

17.09.24 12:32
ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ - ირმა ზავრადაშვილი

ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ზავრადაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში დემოკატიაა და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის გადარჩენისთვის, ყველაფრისთვის მზად არიან.

„რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა" - ეს არის თქვენი და თქვენი დამკვეთების შეფასება. დემოკრატია რომ არ იყოს, თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? ერთი 12 წლის წინ ვინმესთვის დაგესვათ ეს კითხვა, ვნახავდით რა დაგემართებოდათ," - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტავს, რომ "გადაწყვეტილება ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო იქნა მიღებული".

 

მსგავსი სიახლეები