ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს - საბანკო ასოციაცია

17.09.24 12:58
ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს - საბანკო ასოციაცია

საბანკო ასოციაცია, რომელიც საქართველოში მომუშავე კომერციულ ბანკებს წარმოადგენს, ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სანქციებს ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს.  

ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს, – აცხადებს საბანკო ასოციაცია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 
ესენი არიან: 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 

მსგავსი სიახლეები