აშშ-ს მიერ სანქცირებული ზურაბ მახარაძე "ქართუ ბანკის" მომსახურებით სარგებლობს
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზურა მახარაძე ქართუ ბანკის მომსახურებით სარგებლობს. ის ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც თიბისიმ და საქბანკმა ანგარიშები დაუხურეს, "ქართუ ბანკი" ერთადერთია, ვინც ემსახურება.
ამასთან, "ალტ-ინფოს" ლიდერი ამბობს, რომ ამერიკული სანქციები მისთვის დიდი პატივია და რომ ეს მას პრობლემებს ვერ შეუქმნის.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის და იმის გამო, რომ თქვენ და თქვენს პატრონებს არ ჩაგატარებინოთ ლგბტ აღლუმი ქალაქის ცენტრში, ამის გამო ჩვენ თუ სანქციებში მოვყევით, ეგ არის ჩვენთვის დიდი პატივი და გვიხარია, რომ გამოვადექით ჩვენს სამშობლოს. არ არის პრობლემა. პირადად მე ჩემი საჭიროებისთვის არცერთი ბანკის ბარათს არ ვიყენებ, იმიტომ, რომ ადრე უკვე მაგ ბანკებმა ანგარიშები გამიუქმეს და სხვა ადამიანის ვთხოვე და იმის გაკეთებული ბარათით ახლაც მშვენივრად ვოპერირებ და ახლაც მშვენივრად გავაგრძელევ ოპერირებას, იმიტომ, რომ რას დამიბლოკავენ, ფეხზე მკიდია. „ქართუ ბანკში“ არის ანგარიშ. არ ვიცი, ალბათ ეგენი დაბლოკავენ მერე და ჩენი ორგანიზაციის რომელიმე სხვა წევრი გააკეთებს ამ ანგარიშს და იმაზე შევაგროვებთ თანხებს, - ამბობს ზურა მახარაძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე