პრეზიდენტთან ჩანიშნული შეხვედრა საღამოსთვის გადაიდო

17.09.24 14:13
პრეზიდენტთან ჩანიშნული შეხვედრა საღამოსთვის გადაიდო

მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომელიც ორბელიანის სასახლეში დღეს 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, საღამოსთვის გადაიდო - ინფორმაცია "პირველებს" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

შეხვედრის საღამომდე გადადებას წინ მამუკა ხაზარაძის განცხადება უძღოდა. კოალიციის ლიდერმა სოციალურ  ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე, საჭიროა ორი პარტიის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ შეხვდეს. 

პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში გუშინ მიიწვია, სალომე ზურაბიშვილმა  მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

დღეს კი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მასთან მისვლამდე ლიდერები პირისპირ შეხვედრას გამართავდნენ.