ვინ, რის გამო დაასანქცირა შტატებმა - ამერიკის სახელმწიფო ხაზინა დასაბუთებას აქვეყნებს
ვინ, რის გამო დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა? ამერიკის სახელმწიფო ხაზინა აქვეყნებს დასაბუთებას, სადაც განმარტებულია, რის გამო მოხდნენ სანქციების სიაში სპეცრაზმის შეფი "ხარება", მისი მოადგილე ლაგაზაური და რადიკალთა დაჯგუფების ორი წარმომადგენელი - კოკა მორგშია და ზურა მახარაძე.
დოკუმენტი ტოვებს განცდას, რომ ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ დეტალური გამოძიება ჩაატარა თითეულ სანქცირებულ პირზე და მტკიცებულებები მოაგროვა.
დოკუმენტში ასევე არის ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრედლი სმიტის განცხადება, რომელიც დოკუმენტზეა თანდართული .
სმიტი პირდაპირ ამბობს, რომ შტატები გააგრძლებს მათ მიმართ მკაცრი ზომების გატარებას, ვინც საქართველოში ძირს უთხრის დემოკრატიას და ვინც დამნაშავეა მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ ანგარიშსწორებაში.
დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი პირების ძალისხმევის მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად. აშშ ინარჩუნებს პასუხისმგებლობას, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების ძირის გამოტხრას ცდილობს. სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი დამსწრის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“, - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი სმიტმა.