4-ვე დასანქცირებულს ვულოცავ! ჩვენი გამარჯვება აღიარეს... - კოკა მორგოშია

17.09.24 15:54
4-ვე დასანქცირებულს ვულოცავ! ჩვენი გამარჯვება აღიარეს... - კოკა მორგოშია

4-ვე დასანქცირებულს ვულოცავ! ჩვენ კი არ დაგვასანქიცირეს, ჩვენი გამარჯვება აღიარეს - ასე ეხმაურება "ალტ-ინფოს" ლიდერი, კოკა მორგოშია შტატების მიერ სანქციების გამოცხადებას.

მორგოშია ამბობს, რომ ეს ფინანსური კუთხით, რა თქმა უნდა, პრობლემას შეუქმნის, თუმცა მისი თქმით, "სამშობლოზე მნიშვნელოვანი ბიზნესი ვერ იქნება.

რადიკალების ლიდერი აცხადებს, რომ "მაგნიტკის სიას" ოდესღაც რაღაცა ეშველება", რაც შეეხება მის ბრალეულოაბს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში, მორგშია ამტკიცებს, რომ ამ დღეს მომხდარ ძალადობაში მისი ბრალეულობა არ არის.  

ამაში პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ფინანსური კუთხით, თუმცა სამშობლოზე მნიშვნელოვანი ბიზნესი ვერ იქნება და ამისთვის ასე თუ ისე ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად ვიყავი, რაც შეეხება, იმ 4 ქართველს, რომელთან ერთად მე ვარ ამ სიაში, ოთხივეს  ვულოცავ, რომ ეს აღიარებაა იმისი, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ კი არ დაგვასანქიცირეს, ჩვენი გამარჯვება აღიარეს პირდაპირ შემიძლია, ესე გითხრათ. "მაგნიტკის სიას" ოდესღაც რაღაცა ეშველება. ეშველება, რა ძალადობაზეა საუბარი, ქვეყნის პრეზიდენტს 1 თვის უკან ყური აახიეს და ეკიდა "კუკუშკა საათივით". არასდროს  არ მქონია 2010 წლის მერე არცერთ ბანკში, არანაირი ანგარიში, არც საქართველოში და არც ევროპაში. ერთადერთი მე რასაც მედავებიან, არის ის რომ ‘’სირცხვილიას’’ ოფისისკენ მოვუწოდე ხალხს, რომ გადავსულიყავით. ამაზე ჩატარდა გამოძიება და გადავინაცვლოთ "სირცხვილიას’’ ოფისთან ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოფისში შევვარდეთ, დავლეწოთ ან ვინმეს  ფიზიკურად გავუსწორდეთ", - ამბობს კოკა მორგოშია. 

  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები