როგორ აღსრულდება სანქციები - მინისტრები კითხვებს არ პასუხობენ

17.09.24 15:50
როგორ აღსრულდება სანქციები - მინისტრები კითხვებს არ პასუხობენ

 

 

როგორ აღსრულდება შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები და როგორია საქართველოს ხელისუფლების გეგმა - საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები განმარტებებს არ აკეთებენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი პასუხისმგებლობას ბანკებს აკისრებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, ბანკებმა უნდა აღასრულონ ფინანსური სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა. 

ამასთან, ამ დრომდე უცნობია, ეროვნული ბანკის პოზიცია - ნათია თურნავას უწყებას "პირველებმა" რამდენიმე საათის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ ამ დრომდე არ არსებობს. 

საინტერესოა, გამოიყენებს თუ არა ეროვნული ბანკი საგამონაკლისოებო აქტს, იმისთვის, რომ შეღავათი გაუკეთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და პრორუსული დაჯგუფების ლიდერებს. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ფარცხალაძისგან განსხვავებით, მსგავსი დადგენილება "ხარებაზე" და მის მოადგილეზე და ასევე მორგოშია-ხაზარაძესთან მიმართებით ვერ იმუშავებს. 

  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

მსგავსი სიახლეები