შედეგი "ხარებასა" და მილერის წინააღმდეგ დადგა, სხვა ძალოვნები უნდა გაფრთხილდნენ - ხაბეიშვილი

17.09.24 16:05
შედეგი "ხარებასა" და მილერის წინააღმდეგ დადგა, სხვა ძალოვნები უნდა გაფრთხილდნენ - ხაბეიშვილი

"ერთიანობის" ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აშშ-ის მიერ "ხარებას" და მილერი ლაგაზაურის დასანქცირება მაგალითი უნდა იყოს სხვა ძალოვანებისთვის, რომ გაფრთხილდნენ და იცოდნენ, რომ ძალის გადამეტების შემთვევაში, შტატები მათ მიმართაც მიიღებს ზომებს.

ხაბეიშვილი დეტალურად იხსენებს მასზე განხორციელებულ ძალადოაბს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, პირადად იყო ჩართული შტატების მიერ აწ უკვე დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება". 

ზვიად ხარაზიშვილი, მათ შორის მონაწილეობდა, ჩემს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. მე ეს პარლამენტში მეორე დღესვე, დილით განცხადების გაკეთების დროს დეტალურად მოვყევი, თუ როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი და ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ყოფილიყო პირობითად, რომ ვთქვათ დაეთესა შიშის გრძნობა.  ვწუხვარ, მე ზოგადად იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი ხარაზიშვილის, მილერის წინააღმდეგ და ა.შ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება აუცილებლად პატიმრობას. სანქცია, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოში მაღალი თანამდებობის პირზე ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა  გაფრთხილდნენ. 26 ოქტომბერი არის დღე, როცა ქართველი  ხალხი გაიმარჯვებს და მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქართველ ხალთან ერთად უნდა იზეიმონ ეს გამარჯვება და არა რაღაცნაირად მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები