"ტვ პირველის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს უშვებენ
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს უშვებენ.პოლიტიკური განაჩენი "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე ოდიოზურ პრემიერს უკვე გამოუტანა. "პირველების" ინფორმაციით, გუნდში ღარიბაშვილის გაშვება უკვე გადაწყვეტილია და აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ თარიღზე მიდის, როდის გაუშვან არჩვენების წინ თუ არჩევნების შემდგომ.
ღარიბაშვილის მიმდევრების ნაწილი ქართული ოცნების წვერებს უსაბუთებს რომ არჩვენების წინ ღარიბაშვილის გაშვება პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს და პარტია მარცხისთვის განწირულია.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, გუნდის ე.წ. პროდასავლელები ამბობენ, რომ თუ ღარიბაშვილი სასწრაფოდ არ წავა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება და დარტყმის წინაშე ივანიშვილიც აღმოჩნდება.
მმართველ პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ პრემიერის გაშვება არ იგეგმება.