ივანიშვილი აშშ-ს და ევროკავშირს ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთს ჩააბარებს - რომან გოცირიძე

18.09.24 14:37
ივანიშვილი აშშ-ს და ევროკავშირს  ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთს ჩააბარებს - რომან გოცირიძე

ბიძინა ივანიშილი  აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და რუსეთს ჩააბარებს - ''ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ასე ეხმაურება  რომან გოცირიძე  პრემიერ მინისტრის ღია მუქარას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პრემიერის გუშინდელი განცხადება დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივია.

გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ''ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს ფაქტობრივად იმით დაემუქრა, რომ თუ დასავლეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თურმე ეს წითელი ხაზი იქნება - მერე გვიყურეთ, ჩვენ რას ვიზამთო! რა უნდა ქნან, ამ მართლა გოიმებმა?!

დასავლეთს ფაქტობრივად იმას ეუბნებიან, რომ ქვეყანას რუსეთისკენ წაიყვანენ. იმუქრებიან საქართველოს რუსეთის გუბერნიით გადაქცევით - რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული?!

ეს კაცი ქვეყანას გველეშაპივით მოაჯდა, მძევლად ჰყავს აყვანილი და აშშ-სა და ევროპას ეუბნება, რომ თუ მის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებენ, ქვეყანას რუსეთში წაიყვანს. ეს არის ქვეყნის ბედით და მომავლით შანტაჟი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

მსგავსი სიახლეები