რეპრესიები ძალოვან უწყებებში - ადამიანებს სამსახურიდან გახარიას შესახებ დაწერილი პოსტების გამო ათავისუფლებენ

12.08.21 15:19
რეპრესიები ძალოვან უწყებებში - ადამიანებს სამსახურიდან გახარიას შესახებ  დაწერილი პოსტების გამო ათავისუფლებენ

საექსპერტო-კრიმინალისტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ჯუანშერ მალანია ამბობს, რომ თანამდებობიდან გიორგი გახარიას შესახებ პოსტის გაზიარების გამო გაათავისუფლეს. 

რა თქმა უნდა, სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან ბატონ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მისი გადადგომის ვიდეო გავაზიარე ჩემს პირად „ფეისბუქ“ გვერდზე. არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, უბრალოდ, ჩემი კეთილგანწყობა დავაფიქსირე. მოჰყვა ზარები შსს-დან, რომ დროულად ამეღო ეს პოსტი და ამაზე მე გამიჩნდა შესაბამისი პროტესტი. დამიბარეს სამსახურში  „გასაუბრებაზე“ და ამ საუბრის დროს გაირკვა, რომ მქონდა ორი ალტერნატივა სამსახურიდან წასვლის : ერთი იყო პირადი განცხადების საფუძველზე და მეორე იყო დასკვნის მომზადება ჩემს გასათავისუფლებლად. ჩემს შემდეგ უკვე ხდებობდა ზეწოლა ჩემს მეგობრებზე, ჩემს სანათესაოზე, ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე, კონკრეტული ფაქტებია ამისიც, - ამბობს მალანია. 
 

შიდა ქართლში 19 წლიანი სტაჟის მქონე პოლიციელი სამსახურიდან მხოლოდ გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლის გულშემატკივრობის გამო გაათავისუფლეს.

პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს კასპშიც. მერიის ერთ-ერთ აიპში თანამშროლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ერთ-ერთ თანამშრომელს სამსახურის დატოვებას გახარიას გუნდის მიმართ სიმპათიის გამო აიძულებენ. 

ცნობილია უკვე ათამდე ფაქტი, როდესაც ადამაინებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.