პრემიერის განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციას არ წაადგება - ელჩის პასუხი კობახიძეს
პრემიერის განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციას არ წაადგება - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა ცოტა ხნი წინ განაცხადა.
რობინ დანიგანი თვლის, რომ "ოცნების" ანტიდემოკრატიული ნებიჯები და დეზინფორმაციული განცხადებები საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციაში აქცევს, რაც ქართველი ხალხის არჩევანი არ არის.
საქართველოსთავრობის ქმედებები არ არის დემოკრატიული, ვრცელდება დეზინფორმაცია ამერიკისა და დასავლეთის შესახებ. ის, რაც პრემიერმა განაცხადა გუშინ, საქართველოს ევროინტეგრაციას არ წაადგება. ეს ქმედებები ხელს უწყობს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. გავიმეორებ, რომ ამერიკაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროინტეგრაციას და ევროატლანტიკირ მომავალს არ ჰყავს, საქართველოს იზოლაცია ამერიკისგან არ გამოიღებს კარგ შედეგს, - განაცხადა დანიგანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.