"ოცების" დეპუტატმა აშშ საბჭოთა კავშირს შეადარა

18.09.24 15:18
"ოცების" დეპუტატმა აშშ საბჭოთა კავშირს შეადარა

 

 

"ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ს საბჭოთა კავშირს ადარებს - სახელისუფლებო გუნდის წევრი სტრატეგიულ პარტნიორს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "ამერიკა საქართველოს ცალი ხელით ემეგობრება, მეორეთი კი - ჩაგრავს".

(ამერიკული სანქციები) გაუგებარია ქართველი ხალხისთვის იმის გამო, რომ ერთი მუჭა გაქსუებული მღრნელი ენჯეოები იყვნენ გაუმჭვირვალენი. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ბუნებრივია, ჩვენ ვიყავით ამის მომხრენი, ვართ და მომავალშიც ვიმედოვნებთ, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები და არა უფროსი ძმის უმცროს ძმასთან დამოკიდებულების, რომელიც ერთხელ ჩვენ საბჭოთა კავშირის სახით მოვიშორეთ და ეს სენი ქართველებისთვის მიუღებელია და სულერთია რაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც თან გემეგობრება ერთი ხელით და მეორე ხელით გჩაგრავს, - ამბობს ბექა ოდიშარია.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

 

მსგავსი სიახლეები