პრემიერის მუქარა აშშ-ს - კობახიძის გზავნილებს "ოცნება" იზიარებს

18.09.24 15:23
პრემიერის მუქარა აშშ-ს - კობახიძის გზავნილებს "ოცნება" იზიარებს

დასავლეთის მისამართით პრემიერის ღია მუქარას "ქართული ოცნების"წევრებიც იზიარებენ. არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ შტატებთან ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა. "ოცნების" დეპუტატი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადახედვას არ გამორიცხავს. 

საქმე ეხება ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში ჩარევებს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა გააკეთა განცხადება არაერთი, მათ შორის, შეხვდა საელჩოს წარმომადგენელსაც, ელჩსაც და გაკეთდა განაცხადება, რომ კატეგორიულად მიუღებელია მოქმედებები, რომელიც ასეთი ხასიათით არის წარმოდგენილი და მიახლოებულია ეს ქმედებები კრიტიკულ ზღვარს და  კრიტიკული ზღვარის გადალახვა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სხვა შედეგებს, მათ შორის, თვისებრივ გადახედვას ურთიერთობების, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

 

მსგავსი სიახლეები