კობახიძის პრემიერობა ანეკდოტია - ბერდია სიჭინავა
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობა არის ამ ქვეყნისთვის ანეკდოტი, - ამის შესახებ "საქართველოსთის" წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, კობახიძეს საამისოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ამიტომ, ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობა არის ამ ქვეყნისთვის ანეკდოტი. იმდენად გაუაზრებელია მისთვის ამხელა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა. კაცს, რომელსაც საგარეო უსაფრთხოების საკითხები არ ესმის, კაცს, რომელსაც ეკონომიკა არ ესმის, კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი, კაცი, რომელიც რუსეთს არ მიიჩნევს ოკუპანტად და მტრად, აი, ასეთი ადამიანის ხელსუფლებაში ყოფნა ანეკდოტიც არის და შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი. ამიტომ, 26 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე უნდა წაბრძანდეს ოპოზიციაში, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა.