ივანიშვილი ხალხისგან მოპარული ფულით "ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ცდილობს - ბუაძე

18.09.24 17:29
ივანიშვილი ხალხისგან მოპარული ფულით "ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ცდილობს - ბუაძე

ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესს სექტორისთვის შეღავათების დაწესებას,  კოალიცია "ძლიერ საქართველოში" საარჩევნო მოსყიდვად აფასებენ. 

გაერთიანების ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლება და ზოგიერთი მათგანისთვის სახელმწიფო ქონების იჯარით მინიმალურ ფასად გადაცემა ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ხალხისგან მოპარული ფულით ცდილობს. 

მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ვხედავთ რა მეთოდების გამოყენებას ცდილობენ ისინი. მთავარი მეთოდი, რომელსაც "ოცნება" იყენებს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ივანიშვილის მიერ აწყობილი კორუფციული სისტემის გავლით სახელმწიფო რესურსების, საბიუჯეტო თანხების, აუქციონის გზით დარიგებული სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით მმართველ პარტიასთან დაახლოებულ კომპანიებთან ხვდება. ასევე ხდება ვალდებულებების ჩამოწერა და ჩვენი ფულის ბიზნესელიტისთვის ჩამორიგება იმისთვის, რომ ჩვენგან მოპარული ფულით ივანიშვილმა დააფინანსოს მისი საარჩევნო კამპანია", - ამბობს საბა ბუაძე.

ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა - ერთი მეორეს მიყოლებით ირაკლი კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე იძებნება პრემიერის მიერ 17 სექტემბერს გამოცემული არაერთი განკარგულება, სადაც კობახიძემ კომპანიებს ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა - ნაწილი გადასახადისგან გაათავისუფლა, ზოგიერთს კი სახელმწიფო ქონება იჯარით მინიმალურ ფასად გადასცა. 

მსგავსი სიახლეები