პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ შტატები "ოცნებას" მეტჯერ არ დაასანქცირებს

18.09.24 18:06
პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ შტატები "ოცნებას" მეტჯერ არ დაასანქცირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ დასავლელი პარტნიორის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება "ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო".

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს არ განმარტა, თუ რა იგულისხმა "ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების თვისობრივ გადახედვაში", თუმცა პრემიერის თქმით, 17 სექტემბერს, საქართველოში ამერიკის ელჩთან აუდიენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მეორეჯერ მიღებული აღარ იქნება. 

არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ქალბატონ ელჩთან შეხვედრაზე. მინდა ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა როგორც ჩანს, მისი კონსტრუცქიული დამოკიდებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღებულ იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც არის ძალიან სამწუხარო", - ამბობს პრემიერი. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

მსგავსი სიახლეები