პრემიერი სანქცირებულ "ხარებას" და მისი მოადგილეს იცავს - ირაკლი კობახიძის კომენტარი
"ქართული ოცნება" მასშტაბური სანქციების დაწსებიდან მესამე დღეს ახალ მესიჯ-ბოქსს ავრცელებს - მმართველი პარტიის სხვა ლიდერების რიტორიკა საქართველოს პრემიერმა გააგრძელა.
აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მაღალი რანგის პოლიციელები, რომლებიც მაგნისტკის სიაში მოხვდნენ, "აგვისტოს ომში იბრძოდნენ".
სანქციები და ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს უერთიერთობების გადატვირთვას, მითუმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა და პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის.
მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმათ, უფრო მეტიც, მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა, გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელლმწიფოსგან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად და ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებეს. რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გუშინწინ გადაიდგა, მიმართულია ამ ურთიერთობის დანგრევისკენ, ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
60-ზე მეტი სანქცირებული:
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები გუშინ დაუწესა.
- ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.