კობახიძეს დღესაც არ სჯერა, რომ "ოცნების" დასანქცირების გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო

18.09.24 18:13
კობახიძეს დღესაც არ სჯერა, რომ "ოცნების" დასანქცირების  გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არ სჯერა, რომ შტატების მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესება ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. 

ივანიშვილის გუნდის წევრი დღესაც ირწმუნებოდა, რომ სანქციები უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც "ოლიგარქიული პრობლემების" შედეგია.

აღარ მინდა შევიდე ღრმად ამ თემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - ამბობს პრემიერი. 

60-ზე მეტი სანქცირებული: 

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები გუშინ დაუწესა
  • ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა:

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები