საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 15:52 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.