კობახიძეზე შეიძლება მხოლოდ გაგეცინოს, ის კომიკური ფიგურაა - ბადრი ჯაფარიძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პრემიერ მინისტრის განცხადებას, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას პესპექტივა არ აქვს, არასერიოზულს უწოდებს.
როგორ ჯაფარიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “კობახიძეზე შეიძლება მხოლოდ გაგეცინოს, რადგან ის კომიკური ფიგურაა.“
ირაკლი კობახიძეზე შეიძლება მხოლოდ გაგეცინოს, არასერიოზული კაცის არასერიოზული განცხადებაა. კომიკური ფიგურაა კობახიძე, პირადპირ გეტყვით. შეერთებულ შტატებსაც ემუქრება ახლა. ერთი თვე დარჩა ამ კაცს, უნდა ავიტანოთ მისი აბსურდული განცხადებები და 26 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანა უნდა გავიყვანოთ იმ ჭაობისგან , სადაც ივანიშვილმა, კობახიძემ და მთელმა ამ ჯგუფმა შეიყვანა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.