ვინ შეიძლება შეუერთდეს გუნდს, ხაზარაძე-გახარიას ერთობის შემთხვევაში?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ოპოზიციური სპექტრის მიერ რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია მიმდინარეობს - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-გახარიას ერთობა შედგება, გაერთიანებაში საზოგადოება ახალ სახეებს იხილავს.
"პირველების" ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანების შემთხვევაში, ხაზარაძე-გახარიას ერთობას, შესაძლოა, ნინო ლომჯარია, ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი და თამარ ჩუგოშვილი შეუერთდნენ.
დიმიტრი ცქიტიშვილი "პირველებთან" საუბრის დროს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიციის წევრი გახდეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა დაშვების დონზე არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძე-გახარიას ერთობის ნაწილი გახდეს.
ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია და გადაწყვეტილება თუ მექნება მიღებული, აუცილებლად მედიას გავაცნობ. გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შედგება თუ არა დიდი ერთობა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად? - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს დაიწყება.
ორ-დღიანი დისკუსიის შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებენ.