შტატებთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდა გამქრალია, ასეთი ვითარება არასოდეს ყოფილა - ხიდაშელი

19.09.24 12:25
შტატებთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდა გამქრალია, ასეთი ვითარება არასოდეს ყოფილა - ხიდაშელი

თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე კიდევ ახალი სანქციების პაკეტი იქნება.  "ოცნების" ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორებთან ასეთი მძიმე ვითარება არასოდეს ყოფილა.

ხიდაშელის თქმით, მოლაპარაკების მაგიდა შტატებთან და ევროკავშირთან სრულიად გამქრალია და ვარაუდობს, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, 

ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე, პრაქტიკულად რეგულარული გახდება, სანქციების სხვადასხვა პაკეტებს ვნახავთ ჩვენ. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მთავარს, რის გამოც მოხდა ამ სანქციების შემოღება, ანუ ტყუილების გავრცელებას. ის მუდმივად იტყუება ჩვენი პარტნიორების წვლილზე და საქმიანობაზე ამ ქვეყანაში. ასეთი მძიმე და ასეთი არარსებული, ურთიერთიობები არასდროს არ ყოფილა. ჩვენ, ამ წუთის მდგომარეობით, აღარ გვაქვს მაგიდა, რომლის გარშემოც, ან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან იჯდება საქართველო, ან ევროკავშირთან. ასეთი ვითარება არასდროს არ ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდა გამქრალიყო ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. მოლოდინი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო დამძიმდება, იმიტომ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ნახევარი ნაბიჯითაც კი არ აპირებს უკანდ ახევას", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა. 

ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და  ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების  გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

 

მსგავსი სიახლეები