ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს, ჩვენი მხრიდან პოზიციები, თითქმის, შეჯერებულია - ხაზარაძე

19.09.24 13:33
ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს, ჩვენი მხრიდან პოზიციები, თითქმის, შეჯერებულია - ხაზარაძე

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე საათები რჩება - მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია წესით დღეს იტყვიან, თუ როგორ განაგრძობენ ბრძოლას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ საათზე შედგება ათონელის რეზიდენციაში აუდიენცია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ "პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს ელოდებიან".

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, "ძლიერ საქართველოში" შეთანხმება და პოზიციების შეჯერება, თითქმის, ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხდა. 

ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. ჩვენი მხრიდან პოზიციები, თითქმის, შეჯერებულია" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიციის სხვა ლიდერები კი არ აკონკრეტებენ, გაფორმდება თუ არა დიდი პოლიტიკური ალიანსი, თუმცა როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ოპოზიციური სპექტრი რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს. 

ძლიერ საქართველოში" ჩვენ ვაერთიანებთ ლიდერებს და გუნდებს, რომლებსაც აქვთ ყველა რესურსი და ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიხსნან 26 ოქტომბრის არჩევნებზე, შევქმნათ რეალური ალტერნატივა რუსი ოლიგარქის მმართველობის და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე. თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის რუსული მმართველობის დასრულება. ეს არის ის მიზანი, რა მიზნითაც ჩვენ ვართ მოლაპარაკებების პროცესში. ამ მიზანს, რომ მთავარი პრობლემა დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე არის ივანიშვილის მმართველობა და მისი დასრულება არის აუცილებელი, იზიარებს კოალიციის ყველა ლიდერი, იზიარებს გიორგი გახარიაც. დანარჩენი არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ამ საკითხზე ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და რჩება ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს ქართველი ხალხის რუსი ოლიგარქისგან გათავისუფლების არჩევნები", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შედგება თუ არა დიდი ერთობა "ქართული ოცნების" დასამარცხებლად? - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს დაიწყება

მსგავსი სიახლეები