26-ში არჩევანი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას შორის უნდა გაკეთდეს - ექსპერტი

19.09.24 13:59
26-ში არჩევანი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას შორის უნდა გაკეთდეს - ექსპერტი

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს.

"არჩევანი, რომელსაც საქართველო გააკეთებს ერთ თვეში, იქნება არა მხოლოდ არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, არამედ არჩევანი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას შორის"- ამის შესახებ "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი საუბრობს. 

შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ რუსული პოლიტიკაა. 

როცა დევნი ოპოზიციას, აცხადებ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავ, როცა მედიას ექცევი ისე, როგორც ექცევი, ეს არის ავტორიტარიზმი და რუსული პოლიტიკა", - ამბობს შოთა უტიაშვილი.

საქართველო ავტოკრატიისა და დემოკრატიის გზაჯვარედინზე - სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები დღეს დილიდან თბილისში და ქართული დემოკრატიის მომავალს განიხილავენ.

ექსპერტები, ფაქტობრივად, თანხმდებიან, რომ ქვეყანას ოქტომბერში რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე არჩევნები ელოდება, სადაც საქართველოსა და საზოგადოების ბედი უნდა გადაწყდეს. 

მსგავსი სიახლეები