კახა კალაძე სანქციებით ამაყობს
კახა კალაძე სანქციებით ამაყობს - განცხადება დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან გააკეთა. კამერების წინ "ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ძალოვანები "ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ".
ივანიშვილის გუნდის ლიდერი ირწმუნება, რომ დაწესებული სანქციები საქართველოსა და ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დააკლებს.
გარდა ამისა მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, "აქციაზე არცერთ მოქალაქეს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია"
ერთხელ ხომ ვიყავით დასანქცირებულები, ანუ, ახლა ორჯერ დაგვასანქცირეს? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მშვიდობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასანქცირებას, როგორც ეს გაჟღერებული იყო, აი ეს არის ზუსტად ის სიმძიმე, რაც "ოცნებას", საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დააკლებს. ისევ და ისევ ის ადამიანები ზიანდებიან, რომლებიც ამ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. პოლიცია იცავდა ხალხის ინტერესს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, რომ პოლიცია ვიღაცას გაუსწორდა. იქ იყო ბევრი ადამიანი და ისე მთავრდებოდა აქცია, თმის ღერი არ ჩამოვარდნია არცერთს", - ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის, მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ამასთან, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ:
- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.