ნიკა ფარულავა: სანქციები გაგრძელდება

19.09.24 15:31
ნიკა ფარულავა: სანქციები გაგრძელდება

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, ნიკა ფარულავა არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და ივანიშვილის გუნდის გარემოცვის წევრები კვლავ დასანქცირდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

ეს სანქციები გაგრძელდება, რადგან ამაზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფომ. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, მათ შორის, პრეზიდენტმა ბაიდენმა. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა დაწყებულია და გაგრძელდება. ეს პროცესი წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება", - ამბობს ნიკა ფარულავა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის, მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ამასთან, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: 

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.

მსგავსი სიახლეები