რაიმე მნიშვნელობა აქვს კრემატორიუმის დირექტორი ვინ იქნება? - ნათელაშვილი ღარიბაშვილის ჩანაცვლებაზე
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან შესაძლო გაშვებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის დანიშნავენ ღარიბაშვილის ადგილად, რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობა რჩება.
რაიმე მნიშვნელობა აქვს კრემატორიუმის დირექტორი ვინ იქნება? არავითარი. იქ წვავენ ადამიანებს, მართალია, გადრაცვბლილებს, მაგრამ ამ კრემატორიუმში ცოცხლებს გვწვავენ, - ამბობს შალვა ნათელაშვილმა.