შედგება თუ არა პარტია "ახალთან" ალიანსი? - რას ამბობენ "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში"?

19.09.24 17:33
შედგება თუ არა პარტია "ახალთან" ალიანსი? - რას ამბობენ "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში"?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია "ახალის" და პლატფორმა "ერთიანობის" გაერთიანების შესახებ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იზიარებენ.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, მისთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია სრულიად მისაღებია და "ქართული ოცნების" დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ სპექტრზე ახალ ალიანსს მხარს უჭერს.

მის მიერ გაკეთებული შეთავაზება პარტია "ახალის" მიმართ გაერთიანებასთან დაკავშირებით არის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება გაერთიანებაზე, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით საუბრობს როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ ფორმაში, რადგან როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, მაქსიმალური გაერთიანება, კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პლატფორმა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კი ფიქრობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების დასამარცხებლად სწორედ გაერთიანებაა საჭირო.

როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მიესალმება და მეტიც,  გაცილებით უფრო მსხვილი გაერთიანებების მომხრეა. 

ვიზიარებ მიშას მოსაზრებას. იცით, რომ ვიყავი უფრო მსხვილი გაერთიანების მომხრე. მე როგორც ერთი ადამიანი ვიყავი ერთი სიის მომხრე ყოველთვის, მაგრამ ვნახოთ. მე, ერთ ადამიანს შემიძლია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებებს, გამსხვილებებს ხელი შევუწყო კიდევ უფრო და პოზიტიურად დავეხმარო. რაც შეეხება კონკრეტულ კონსულტაციებს, მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. მე კიდევ უფრო დიდი გამსხვილებების მომხრე ვარ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ალიანსი? - მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალს" მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად გახდეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე ძალა.

მსგავსი სიახლეები