ცუცქირიძის გუნდი ამბობს, რომ ხაზარაძე მოლაპარაკებებში ოთხივე სუბიექტის სახელით მონაწილეობდა

19.09.24 20:53
ცუცქირიძის გუნდი ამბობს, რომ ხაზარაძე მოლაპარაკებებში ოთხივე სუბიექტის სახელით მონაწილეობდა

ლევან ცუცქირიძის გუნდი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებებში ოთხივე სუბიექტის სახელით მონაწილეობდა - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცლელებულ განცხადებაში ნათქვამი.

მათივე თქმით, ისინი ხმარს დაუჭერენ ყველა გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.

თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.

ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს, - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კოალიცია  “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს -  მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიცია მზად იყო, ხელმოწერისთვის და ელოდებოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ დროს.

გარდა ამისა, გავრცელდა ლევან ცუცქირიძის გუნდის, განცხადებაც - "თავისუფლების მოედანი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხაზარაძე მოლაპარაკებებში ოთხივე სუბიექტის სახელით მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები