პრეზიდენტს ხაზარაძესა და გახარიას შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა

19.09.24 20:58
პრეზიდენტს ხაზარაძესა და გახარიას შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა

პრეზიდენტის მონაწილეობით, გიორგი გახარიას მამუკა ხაზარაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

ამის შესახებ  ინფორმაციას მხარეები ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში დღეს, 19:00 საათზე შედგა.

რამდენიმე საათის წინ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კოალიცია  “ძლიერი საქართველოს“ ლიდერს -  მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიცია მზად იყო, ხელმოწერისთვის და ელოდებოდა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ დროს.

გარდა ამისა, გავრცელდა ლევან ცუცქირიძის გუნდის, განცხადებაც - "თავისუფლების მოედანი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხაზარაძე მოლაპარაკებებში ოთხივე სუბიექტის სახელით მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები